ნოდარ ხელაძე
გუნდმეისტერი, ლოტბარი, ბარიტონი,არანჯირებების ავტორი
თორნიკე ბერეკაშვილი
ბასი, ბას-გიტარა
რამაზი დაღუნდარიძე
გუნდმეისტერი, დირიჯორი, ბარიტონი,სოლისტი, მეორე ხმა
ბონდო გუმბერიძე
ვოკალისტი, პირველი ხმა
გიორგი რუხაძე
ჯგუფის ყველა საავტორო სიმღერის ავტორი და კომპოზიტორი, სოლისტი,მეორე ხმა
რომან სანოძე
აკუსტიკური გიტარა, სოლისტი, მეორე ხმა, ჯგუფის პროდიუსერი
ზურაბი კავთელაძე
ფლეიტა, სოლისტი, პრველი ხმა
ვალოდია ფილატკინი
დრამერი
RU
EN
GE
ბრავო მეტეხის ისტორია
ანსამბლის შემოქმედების მოყვარულებს ხშირად უჩნდებათ კითხვები მისი შექმნის ისტორიის შესახებ. “ბრავო მეტეხის” შექმნას საფუძვლად უდევს მუსიკისადმი დიდი სიყვარული.

ჯგუფის წევრთა შეხვედრა შედგა ქ.ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. სწორედ ამ სასწავლებლის კედლებში მომავალმა არტისტებმა გაიარეს არაჩვეულებრიბვი საგუნდო ნაწარმოებების სკოლა ირინა ლომინაძის ხელმძღვანელობით.

ამ სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ, ისინი გადავიდნენ სამოღვაწეოდ თბილისში. 2004 წელს ნოდარ ხელაძის ინიციატივით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯგუფის შექმნის შესახებ.

ბრავო მეტეხი-ასე დაარქვეს ჯგუფს, მაგრამ საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველამ როდი იცის რას ნიშნავს ეს სახელწოდება. მეტეხი არის ისტორიული ადგილი თბილისში. აქ მდებარეობს მეტეხის ტაძარი, რომლის წინაც საქართველოს უდიდესი მეფის, ვახტანგ გორგასალის, თბილისის დამაარსებლის ძეგლია აღმართული. ტაძარს ძალიან ძველი და მძიმე ისტორია აქვს და დღემდე ის არის წმინდა ადგილი მართმადიდებელ ქრისტიანთათვის. სწორედ აქაა დაკრძალული პირველი ქართველი ქრისტიანობისათვის წამებული შუშანიკი. უძველეს დროში ქალმა ღირსეულად არჩია სიკვდილი-რწმენისაგან განდგომას და მის ღალატს.
ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში, საავტორო სიმღერების ავტორმა და ანსამბლის სოლისტმა, გიორგი რუხაძემ, შექმნა საკუთარი შეუდარებელი სტილი, რომელიც მოიცავს ფოლკლორის სინთეზს ქალაქურ და თანამედროვე სტილთან +ესტრადა. ბრავო მეტეხს პირველი პოპულარობა მოუტანა სიმღერამ “ჩემო ფერია”, რომელიც 2013 წელს შეიქმნა მსმენელისათვის.პირველი ტრიუმფის შემდეგ მსმენელი სულმოუთქმელად ელოდებოდა შემდეგი სიმგერის გაჯგერებას და სულ რაღაც ერთ წელიწადში შეიქმნა პირველი ალბომი.


მუსიკალური კოლექტივი დღევანდელ დღისათვის შედგება 7 მუსიკოსი - ვოკალისტისაგან:
ბრავო მეტეხს საქართველოში თავისი აქტიური მოღვაწეობის დროს ბევრი ჯილდო და პრემია აქვს მიღეებული:
პრემია “მეგა” რამდენიმე ნომინაციაში - “წლის საუკეთესო სიმღერა”(რანინა), “წლის საუკეთესო ჯგუფი”. ამ მიღწევებისათვის რადიო-ჰოლდინგ ფორტუნამ დააჯილდოვა ისინი.

ანსამბლის გასტროლებზე მოღვაწეობის გეოგრაფია კოლოსალურია.
ამ სიაშია ევროპისა და აზიის ძალიან ბევრი ქვეყანა: აზერბაიჯანი, ყირღიზეთი, მოლდოვა, ბელორუსია, გაერთიანებული ემირატები, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, შვეიცარია.

2018 წელს საქართველოში ანსამბლმა პოპულარობის მწვერვალს მიაღწია და ისინი შეთანხმდნენ მოღვაწეობის საზღვრების გაზრდაზე. ჯგუფი მოღვაწეობას მოსკოვში აგრძელებდა, სადაც პანდემია წამოეწია მათ გეგმებს, რომელთა განხორციელება ამ მიზეზით გადაწეულ იქნა.

საკუთარი საქმისადმი თავდადებამ ჯგუფს ამ ურთულეს პერიოდშიც გამოადგა. მათ არ დაუკარგავთ რწმენა და პატარა ბინაში, სადაც ცხოვრობდნენ, საკუთარი ხელებით შექმნეს ხმის ჩამწერი სტუდია. ანსამბლის წევრები ამ სტუდიაში ასწორებდნენ დღესა და ღამეს, არ გამოდიოდნენ იქიდან და ქმნიდნენ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და ყველასათვის საყვარელ შედევრებს. რომან სანოძის იდეის თანახმად შეიქმნა შესრულების ახალი ფორმატი- ქართველი ხალხისგან სიყვარულით მიძღვნილი ქავერები “მოძმე ერებისთვის”. ამ მიდგომით მათ “მშვიდობის ელჩების” წოდება დაიმსახურეს თანამოძმე ერებისგან, რადგანაც ეს პროექტი ადამიანების გაერთიანებისკენაა მიმართული და სიყვარულით და პატივისცემითაა განმსჭვალული. ეს სიმღერები ჟღერს სხვადასხვა ენებზე, სხვადასხვა კუთხეებში და საძღვრებს გარეთ.

სიმღერა “საქართველოს იავნანა” - ცალკეული აღიარება და სიყვარულია ადამიანებისათვის, რომლებსაც არც კი ესმით სიმღერის ტექსტის მნიშვნელობა. იგი დაიწერა მოსკოვში, სამშობლოსადმი მონატრების 2 წლის შემდგომ. თავისი შინაარსითა და მელოდიით ის მსმენელს აბრუნებს ბავშვობის მოგონებებში, მძაფრად უღვიძებს მას სამშობლოს სიყვარულისა და ნოსტალგიის შეგრძნებას. მასში იმდენი ემოცია და გრძნობაა ჩადებული, რომ გულგრილს არ ტოვებს არავის. ყველა, ვინც ერთხელ მაინც მოუსმინა ამ სიმღერას - სამუდამოდ მასზე შეყვარებული რჩება.ის გამოსვლისთანავე გახდა ჰიტი: ჟღერდა მანქანებიდან, ავტობუსებიდან, მაღაზიებიდან, რესტორნებიდან. აღსანიშნავია რომ “საქართველოს იავნანა” თან ახლავს ჩვენს სპორცმენებს საერთაშორისო ასპარეზობებზე და მისი თანხლებით ხდება მათი დაჯილდოვება,ის გაიგივებულია საქრთველოს ჰიმნთან.

რუსეთში მოღვაწეობის წლების მანძილზე ბრავო მეტეხმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალებზე, სატელევიზიო გადაცემებში: ”პრივეტ ანდრეი” ანდრეი მალახოვთან ერთად სახელმწიფო ტელევიზიის 1 არხძე; გადაცემაში კლუბ “შაბოლოვკა-37” ვადიმ ეილენკრიგთან ერთად; მართმადიდებულ ქრისტიანულ არხძე “სპას”ი, სახალხო არტისტ გია გაგუასთან ერთად; საახალწლო გადაცემაში 1 არხზე “გოლუბოი ოგონიოკ” სოსო პავლიაშვილთან ერთად; ლეგედარულ მომღერალ ირინა პონაროვსკაიასადმი მიძღვნილ გადაცემაში და ა.შ. ანსამბლი ორჯერ იყო მიწვეული ტნტ-ს არხძე ცნობილ გადაცემაში comedy club. ბრავო მეტეხმა მიიღო მონაწილეობა ვიქტორ დრობიშის დაბადების დღისადმი მიძღვნილ უდიდეს კონცერტში, სახელწოდებით ”ბუდუტ ვსე” სტადიონ vtb არენაზე, რომელზეც მართლაც რომ ყველა ვარსკვლავი იყო თავმოყრილი. ანსამბლის მიღწევების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ- ისინი თავისი შემოქმედებით პატარა საქართველოს დიდ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას და ყველას აყვარებენ ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას.

პირველი სოლო კონცერტი მოსკოვში შედგა საკონცერტო დარბაზ “მირ”ში, ეს უდაოდ მათი აღმავლობის გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. სრული ანშლაგით ჩაიარა კონცერტმა ბელორუსიის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკის დიდ საკონცერტო დარბაზში. დარბაზი ყოველთვის ფეხძე წამომდგარი და მქუხარე აპლოდისმენტებით აცილებს მათ სცენიდან.

ნელ ნელა ანსამბლის რეპერტუარში ჩნდება საავტორო რუსული სიმღერებიც. ჯგუფი გზას მიიკვლევს პროდიუსერების, PR მენეჯერების და სპონსორების გარეშე. 17 წელია ამას ჯგუფის წევრები თვითონ ითავსებენ. ბრავო მეტეხის მთელი არსებობის მანძილზე, ანსამბლი თავისი შემოქმედებით და ნიჭით იმსახურებს მსმენელის ერთგულებას და უხვად იღებენ მათგან არტისტისათვის ყველაზე მთავარს - სიყვარულს, ხედავენ მათ ბედნიერ თვალებს, სიხარულის ცრემლებს და მქუხარე აპლოდისმენტებს!